მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიაბერაშვილი-პრემიერს: საბანკო რეგულაციებით, ღია ეკონომიკა ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაიყვანეთ

5c94bce15eb6a
ლიკა გურაბანიძე
22.03.19 14:45
532
„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, როდესაც მთავრობა ცდილობს, რომ ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაიყვანოს ეკონომიკის ისედაც ღია ნაწილი, ამით კრიმინალს კიდევ მეტად ახალისებს.

ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებულ კრიმონოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ე.წ. ინტერპელაციის წესით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

„არ შემიძლია საბანკო რეგულაციები არ აღვნიშნო, რისი საშუალებითაც თქვენ აბსოლუტურად ღია ეკონომიკა ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაიყვანეთ.

მე შემიძლია facebook-ზე საჯარო პოსტები წაგიკითხოთ, სადაც მოქალაქეები სესხის გაპროცენტებას სხვა მოქალაქეებს სთავაზობენ; უკვე არ არსებობს ღია ხელშეკრულებები, მაგრამ არ არსებობს სამართალი.

ასეთ შემთვევაში, როდესაც ღია ეკონომიკის ნაწილი ჩრდილში გადაგყავთ, იქ საქმეს თქვენი, ისედაც მიკერძოებული სამართალდამცავები კი აღარ გაარჩევენ, არამედ ქუჩის კრიმინალი გაარჩევს, რომელიც 90-იანი წლებიდან კარგად გვახსოვს,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.