მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭავჭავაძის და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

567ba332623c7
BM.GE
24.12.15 11:42
1355
თბილისის მერიის ცნობით, 24-25 დეკემბერს, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, გზის კაპიტალური მშენებლობის გამო, ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. „აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენკო“ 9 დეკემბრიდან აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადად 120 დღეა განსაზღვრული“, - განმარტავენ მერიაში.