მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Chambers and Partners-მა ქართული იურიდიული კომპანიების ყოველწლიური შეფასება გამოაქვეყნა

58fa18db1c0ba
BM.GE
21.04.17 18:35
2292
Chambers and Partners-მა ქართული იურიდიული კომპანიების ყოველწლიური შეფასება გამოაქვეყნა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ჯამში 10 იურიდიულ კომპანიას აძლევს შეფასეფას:

BGI Legal
BLC Law Office
DLA Piper Georgia LP
Business Legal Bureau
Dechert LLP
Gvinadze & Partners LLC
Mgaloblishvili Kipiani Dzidziguri (MKD)
Nodia, Urumashvili and Partners Ltd
Law Firm Begiashvili & Co. Ltd
Eristavi & Partners

ამასთან, სარეიტინგო სააგენტო 25 იურისტს აძლევს შეფასებას.

ე.წ. „გამოჩენილ პრაქტიკოსებს“ შორის მოხვდნენ ალექსანდრე ბოლქვაძე (BLC Law Office) და თედ ჯონასი (DLA Piper Georgia). Chambers and Partners ალექსანდრე ბოლქვაძის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ის კარგირეპუტაციით სარგებლობს და მას მომხმარებელი ახასიათებს, როგორც „სწრაფს და ყოველთვის ხელმისაწვდომს“. თედ ჯონასის შეფასის ვკითხულობთ, რომ ის საქართველოში დიდი ხანია მოღვაწეობს და აღსანიშნავია მისი გამოცდილება უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობის კუთხით.

პირველი ჯგუფის ( Band I )იურისტებს შორის არიან: ლაშა გოგიბერიძე (BGI Legal), ნიკა ღვინაძე (Gvinadze & Partners LLC), ვიქტორ ყიფიანი (Mgaloblishvili Kipiani Dzidziguri ), ქეთი კვარცხავა (BLC Law Office), კახა შარაბიძე (Business Legal Bureau).

ლაშა გოგიბერიძის შეფასებისას Chambers and Partners აღნიშნავს, რომ მას კლიენტები ახასიათებენ, როგორც „კარგად მოაზროვნეს, რომელსაც ყოველთვის შეუძლია სწორი გამოსავლის მოძიება“. ნიკა ღვინაძის შეფასებისას ვკითხულობთ, რომ მისი სახელი ქართულ ბაზარზე დამკვიდრებულია და მას კლიენტები, ახასიათებენ, როგორც „სანდო პირს“. Chambers and Partners ქეთი კვარცხავას შეფასებისას აღნიშნავს, რომ რეიტინგში მისი დაწინაურება საბაზრო გარიგებებში კონსულტაციების კუთხით კარგმა რეპუტაციამ განაპირობა. კახა შარაბიძე ფასდება, როგორც კარგი გამოცდილების მქონე ფინანსებისა და უძრავი ქონების ბაზრის კთხით.

მეორე ჯგუფის (Band II) იურისტებს შრის მოხვდნენ: გიორგი ბეგიაშვილი (Law Firm Begiashvili & Co.), ნიკოლა მარიანი (Dechert LLP), ნინო სუკნიძე (DLA Piper Georgia LP), ავთო სვანიძე (DLA Piper Georgia LP). გიორგი ბეგიაშვილის შეფასებაში ვკითხულობთ, რომ მას საკმაოდ ძლიერი გამოცდილება აქვს ბიზნეს კანონმდებლობის კუთხით. ნიკოლა მარიანი ფასდება, როგორც საერთაშორისო იურისტი, კორპორატიულ საკითხებში მართვის გამოცდილებით. ნინო სუკნიძე ხასიათდება, როგორც გამოცდილი კონსულტანტი ფინანსურ სექტორში გარიგებების კუთხით. ავთო სანიკიძის შეფასებაში ვკითხულობთ: „გამოირჩევა იურიდიული აზროვნებით და კორპორატიული სამართლის ცოდნით“.

მესამე ჯგუფის (Band III) იურისტებს შორის არიან: თამთა ივანიშვილი (BLC Law Office), ოთარ ყიფშიძე (DLA Piper Georgia LP), ირაკლი მგალობლიშვილი (Mgaloblishvili Kipiani Dzidziguri), ბენჟამინ პაინე (Paine Stevens), სოფო ფანჯიკიძე (Gvinadze & Partners LLC). თამთა ივანიშვილის შეფასებაში ვკითხულობთ: „ძალიან გონიერი, დეტალებზე ორიენტირებული და მშრომელი“. Chambers and Partners ოთარ ყიფშიძის დახასიათებისას აღნიშნავს, რომ მას განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. ირაკლი მგალობლიშვილის შეფასებისას სარეიტინგო სააგენტო აღნშნავს, რომ განსაკუთრებული გამოცდილება აქვს ფინანსებისა და საპრივატიზებო მანდატების შესახებ კონსულტაციების კუთხით. „ძალიან პროაქტიული და გამოცდილი“, - ასე აფასებს სარეიტინგო სააგენტო ბენჟამინ პაინეს. „ადვილად ხელმისაწვდომი და მარტივად საურთიერთობო“, - ასე ფასდება სოფო ფანჯიკიძე.

მეოთხე ჯგუფის (Band IV) იურისტებს შორის არიან: გიორგი ბატლიძე (BLC Law Office), რევაზ ბერიძე (Eristavi & Partners), სანდრო ბიბილაშვილი (BGI Legal), არჩილ გიორგაძე (Dechert LLP), უნანა გოგოხია (BGI Legal), ეფრემ ურუმაშვილი (Nodia, Urumashvili and Partners). გიორგი ბატლიძეს შეფასებისას ვკითხულობთ, რომ მას რეკომენდაციას უწევენ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას. რევაზ ბერიძე ხასიათდება, როგორც „პასუხისმგებლიანი იურისტი“, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საზღვაო სამართლის კუთხით. სანდრო ბიბილაშვილის შეფასებისას Chambers and Partners აღნიშნავს, რომ მისი ცნობადობა ბაზარზე სულ უფრო მეტად იზრდება. "ეფრემ ურუმაშვილი განსაკუთრებულად რეკომენდენდებულია მისი ცოდნის გამო საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით, ის არის "ძალიან მოქნილი" და აღსანიშნავია მისი უნარი, მივიდეს საბოლოო შედეგამდე. ის ასევე აქტიურია საგადასახადო დავების მიმართულებით“,- აღნიშნავს სარეიტინგო კომპანია.