მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩააქსოვე"- ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე

5b0a89612c00a
კესო კაციტაძე
27.05.18 14:37
1119
ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი ნაქსოვი საცურაო კოსტუმები გამოჩნდა. "ჩააქსოვე"  - ასე ჰქვია ახალ სტარტაპს, რომელიც ერთი თვის წინ დაარსდა. კომპანიის დამფუძნებელი თათო მინდორაშვილი ამბობს, რომ პროდუქტი მაღალხარისხიანი ძაფით მზადდება, რაც ხშირი გამოყენების შემთხვევაში პროდუქციის ფერისა და ფორმის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

„დაახლოებით ერთი წლის წინ მოვქსოვე საცურაო კოსტუმის ზედა ნაწილი, რომელსაც მეგობრებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ეს გახდა პატარა სტარტაპ ბიზნესის დაწყების მიზეზი, მით უფრო, რომ საქართველოში მსგავს პროდუქტს არავინ ქმნიდა. პროდუქტი მაღალხარისხიანი მასალით მზადდება და ჩვენი უპირატესობაც სწორედ ამაში მდგომარეობს",- განაცხადა BM.GE-სთან საუბრისას თათო მინდორაშვილმა.

კომპანია სამომავლოდ ახალი პროდუქციისა და სხვადასხვა ხაზის დამატებასაც გეგმავს. „ჩააქსოვეს“ უახლოეს მომავალში საკაუთარი მაღაზიაც ექნება, რაც ხელნაკეთი კოსტიუმების ქართული ბაზრისთვის უკეთ გაცნობას და ექსპორტზე გატანას შეუწყობს ხელს.