მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცეზარ ჩოჩელი: საგარანტიო ფონდები თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს

5b04240d2349d
ლევან თაღიაშვილი
23.05.18 10:44
1147

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი საგარანტიო ფონდის შექმნას მხარს უჭერს. მისი თქმით, ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება.

"ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია მთელს მსოფლიოში ნებისმიერ ქვეყანაში, ევროპის განვითარებულ ქვეყნებს ვგულისხმობ, ასევე ჩინეთში, აზიის სხვა ქვეყნებში და ა.შ თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ასეთი ფონდები, რომელიც მოსახლეობას და კერძო ბიზნესს უცხადებენ მხარდაჭერას, მე ვფიქრობ, რომ ეს ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება",- აცხადებს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ, რომ ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება სესხის აღების დროს უზრუნველყოფაში დაეხმარება. მთავრობას სურს, რომ ფონდში თანამონაწილეები იყვნენ სახელმწიფო, კომერციულო ბანკები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.