მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

5beedbcedf5ea
BM.GE
16.11.18 19:20
1577
2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინიციატივით საქართველოს ცემენტის ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის 5 ფარული ტესტირება ჩატარდა. ბოლო ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით შეფუთული ცემენტის ოცდათექვსმეტი (36) სახეობიდან მხოლოდ ცამეტმა (13) პროდუქტმა (36%) დააკმაყოფილა ევროპული სტანდარტი EN197-1. აქედან ოთხი (4) საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა, სამი (3) - იმპორტირებული პროდუქტი, დანარჩენი ექვსი (6) კი - სხვა ადგილობრივი ორი (2) მწარმოებლის.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ შეფუთვაზე მითითებული სტანდარტის მოთხოვნა შვიდი (7) იმპორტირებული ნიმუშიდან მხოლოდ სამმა (3) დააკმაყოფილა.
„აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ ყველა იმპორტირებული ცემენტი აკმაყოფილებს მოთხოვნას. შესაბამისად, ქართველი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია იმპორტირებული ცემენტის ხარისხის შემოწმება, რათა მოხდეს იმ პროდუქტის გამოვლენა, რომელიც არ ესადაგება საკუთარ შეფუთვაზე მითითებულ სტანდარტს“, -ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.

შემოწმებული ოცდათექვსმეტი (36) ნიმუშიდან ოცდასამმა (23) ვერ გადალახა ბარიერი, აქედან თხუთმეტმა (15) კი კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი აჩვენა (<15 მპა), რაც ნიშნავს, რომ შემოწმებული შეფუთული ცემენტის 65%-ი (თითქმის 2/3) მნიშვნელოვნად დაბალი შედეგით მივიღეთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიერ პირველად მოხდა იმპორტირებული შეფუთული ცემენტის ხარისხის შემოწმება.