მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CARU - კომპანია, რომელიც თქვენს ავტომობილს წაიყვანს, შეაკეთებს და დააბრუნებს

5c40aa90b94e1
ანნა ლაპიაშვილი
17.01.19 20:35
4124
ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია გამოჩნდა, რომელიც ავტომობილის გაუმართავობის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. კომპანია CARU ავტომფლობელებს საშუალებას აძლევს დაიქირაონ ავტო-ასისტენტი, რომელიც ავტომობილს წაიყვანს, შეაკეთებს და დაუბრუნებს.

“საჭიროების შემთხვეევაში Caru-ს სერვისის მომხმარებლის ავტომობილს ჩვენი თანამშრომელი წაიყვანს ავტომობილს შესაბამის ხელოსანთან, მოძებნის ნაწილებს ელიავას, ისნის, ფეიქრებისა და სხვა ახალი თუ მეორადი ავტონაწილების მომწოდებლებთან. შემდეგ უკვე ყველანაირი ხარჯის შეთანხმება ხდება და თანხმობის შემთხვევაში მფლობელი მალევე იბრუნებს შეკეთებულ ავტომობილს“ - განმარტავს ნიკა აბაშიძე.

როგორც Caru-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, ამ დროისთვის კომპანია 20 ადამიანს ასაქმებს და ყველანაირი ტიპის ავტომობილის მომსახურება კლიენტთან წინასწარ შეთანხმებულ დროს ხდება. ბაზარზე 5 თვის წინ გამოჩენილი კომპანია ამ დროისთვის 500 მდე მომხმარებელს უკვე მოემსახურა. კომპანიაში განმარტავენ, რომ 20 ავტო-ასისტენტის დახმარებით დღეში 35-40 კლიენტის ერთდროულად მომსახურებას ახერხებენ.

CARU-ს დამფუძნებელი ნიკა აბაშიძე BMG-სთან საუბარში განმარტავს, რომ სერვისის კიდევ უფრო აქტიური გამოყენება ტექდათვალიერების სავალდებულოობის ამოქმედების შემდეგ დაიწყო.

“ავტო-ასისტენტები უზრუნველყოფენ ტექდათვალერებასაც. სურვილის შემთხვევაში ავტომობილს წაიყვანენ, შეამოწმებენ. თუ მანქანას ხარვეზები აქვს, მფლობელს გააცნობენ და წარუდგენენ ხარჯთაღრიცხვას. სურვილის შემთხვევაში უზრუნველვყოფთ პრობლემების აღმოფხვრას, შემდეგ ავტო-ასისტენტი მეორედ გაატარებს მანქანას ტექდათვალერებას და დაგიბრუნებთ უკან”,- ამბობს ნიკა აბაშიძე