მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

cardano blockchain საქართველოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებით ინტერესდება

5c45e1d688c0d
თელარა გელანტია
21.01.19 19:45
1162
26 იანვარს, 14:00 საათზე - თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო იმავე დღეს, 16:00 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, თბილისის ტექნოპარკში ღონისძიება - ,,Cardano Blockchain Tbilisi” გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში ტექნოპარკი Input Output Hong Kong (IOHK) - ის ყველაზე ცნობილი პლატფორმის - კარდანოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მოწინავე მეცნიერებს უმასპინძლებს.

სტუმრებს შორის იქნებიან მეცნიერების დოქტორები პიტერ გაზი და ედსკო დე ვრიესი (Mr. Peter Gaži, PhD And Mr.Edsko de Vries PhD), ასევე Cardanos/IOHK ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი დენიელ ფრიდმანი.

„შეხვედრა ღია ლექციის ფორმატში ჩატარდება; განიხილება კარდანოს ბლოკჩეინ პლატფორმაზე სტარტაპების განვითარების პოტენციალი და სმარტ კონტრაქტების უპირატესობები ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების პროცესში. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და შეხვედრის დასასრულს ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.

კარდანო მესამე თაობის კრიპტოვალუტაა, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფინანსური ინსტრუმენტების პლატფორმა, რომელიც არ იყენებს ბლოკჩეინის კონსესუსისათვის მაინინგს. ეს არის დეცენტრალიზებული საჯარო ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტის პროექტი სრულიად ღია საწყისი კოდით/ ღია პროგრამული უზრუნველყოფითა და საკუთარი კრიპტოვალუტით ( ADA). კარდანო ავითარებს ჭკვიან კონტრაქტს ანუ პლატფორმას/სმარტ კონტრაქტს, რომელიც უფრო სრულყოფილია, ვიდრე დღემდე განვითარებული ნებისმიერი პროტოკოლი. ეს პირველი ბლოკჩეინის პლატფორმაა, რომელიც მეცნიერულ მეთოდოლოგიასა და კვლევებს ეყრდნობა.

კარდანოს განვითარების გუნდი შედგება ექსპერტ ინჟინრებისა და მეცნიერ-მკვლევარებისგან, რომლებიც კრიპტოგრაფიასა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობენ.

კავკასიაში პირველად შემოდის ამ მასშტაბის ინდუსტრიული ლიდერი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში. რაც ყველაზე მთავარია, კარდანო ინტერესდება საქართველოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებით, რადგან საქართველო არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ინოვაციური ტექნოლოგიის ბლოკჩეინის აღიარება და ინტეგრაცია სახელმწიფო სტრუქტურებში“, აღნიშნულია facebook-ზე ტექნოპარკის ოფიცილურ გვერდზე.