მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

carbrb.com - მანქანების გაქირავების ახალი პლატფორმა ქართველი სტარტაპერებისგან

5c14351b104a9
ანუკა ჯოხაძე
15.12.18 16:15
1945
2019 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ქართულ ბაზარზე მანქანების გაქირავების ახალი ონლაინ პლატფორმა carbrb.com გამოჩნდება.

ამის შესახებ იდეის ავტორებმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრეს.

carbrb იქნება ერთგვარი სავაჭრო ონლაინ პლატფორმა, სადაც მანქანის გაქირავების მსურველებს თავიანთი მანქანების საიტზე განთავსების საშუალება ექნებათ, ხოლო მანქანის დაქირავების მსურველებს კი, შეეძლებათ ონლაინ შეარჩიონ მანქანა და შემდეგ იქირავონ კიდეც.

როგორც იდეის ავტორები ამბობენ, საიტზე რეგისტრაცია ორივე მხარისთვის უფასო იქნება.

ამასთან, carbrb.com-ზე დაზღვევის მექანიზმიც იმოქმედებს, რაც სანდოობის დონეს კიდევ უფრო გაზრდის.

როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, ვებ გვერდი სატესტო რეჟიმში 2019 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ჩაეშვება და როგორც დამქირავებლები, ისე გამქირავებლები ონლაინ პლატფორმით სარგებლობას შეძლებენ.

“პლატფორმა იქნება ორი მხარის დამაკავიშირებელი და თავის მხრივ, პასუხისმგებლობას აიღებს, რომ ორივე მხარე იყოს დაცული და იყოს გარანტია, რომ მომხმარებლებმა მაღალი ხარისხის სერვისი მიიღონ. ასევე ჩვენი პლატფორმა დამატებითი სერვისის სახით დაზღვევის მექანიზმსაც შესთავაზებს, რათა ორივე მხარისთვის ზედმეტი თავის ტკივილები თავიდან იყოს არიდებული. პლატფორმაზე სრულიად უფასოა რეგისტრაცია ორივე მხარისთვის. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ვთვლით, რომ ჩვენი პლატფორმა ძალიან კომფორტული იქნება, არის ის, რომ თავიდანვე, როდესაც კეთდება მანქანაზე ჯავშანი, მაშინვე ხდება ტრანზაქცია და გარიგებაც დგება. შესაბამისად, აღარ არის საჭირო, რომ ანგარიშზე იყო დამატებითი თანხა“, - ამბობს “carbrb.com”-ის ტექნიკური და ოპერაციული დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი.