მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Businessinsider: ძვირადღირებული პერსონალური თვითმფრინავები

5b260a4b21906
მარიამ ადამია
17.06.18 16:45
1111
თანამედროვე სამყაროში, პირადი ავტომობილების გარდა, ხალხი გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებად, პირად თვითმფრინავებსაც ირჩევს. რა თქმა უნდა, პერსონალური თვითმფრინავის ყიდვის საშალება ყველას არ აქვს, რადგან მისი შეძენა და შემდეგ უკვე მოვლა, დიდი ფუფუნებაა. თუმცა, მილიარდერების შემთხვევაში, ტრანსპორტის ეს სახეობა გადაადგილების გარდა, სხვა სიმბოლოსაც იძენს.

ბიზნესინსაიდერმა ყველაზე გამორჩეული, ელიტარული და მდიდრული პერსონალური თვითმფრინავები შეაჯამა, რომელთა შორის პირველ ადგილს, 403 მილიონ დოლარად შეფასებული – Boeing 747 ინტერკონტინენტალი იკავებს, რომელიც მედიაში შეფასებულია როგორც „ოცნების თვითმფრინავი“ და მხოლოდ ერთ ადამიანზეა მორგებული. მთლიანი თვითმფრინავის ინტერიერი 446 კვადრატულ მეტრზეა გადანაწილებული და უზარმაზარ ოფისს, საძინებელსა და თითქმის საბანკეტო დარბაზის მასშტაბის სამზარეულოს აერთიანებს.

სიაში შემდეგი ადგილი Boeing 787–ს უკავია, რომლის ღირებულებაც 224 მილიონი ამერიკული დოლარია. ეს მოდერნიზებული ბოინგი 40 კაციანია და ჯამში 223 კვადრატულ მეტრს აერთიანებს და შეუძლია შეუჩერებლად 17 საათი იფრინოს. ინტერიერი სპეციალურად მოწვეული დიზაინერების მიერ არის მოწყობილი, სადაც ჰარმონიულად არის შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციები და სიმდიდრის ელემენტები.

Airbus Corporate Jet – ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიზნეს კლასში, რომლის ღირებულებაც ჯამში 101 მილიონი დოლარია. ამ მაჩვენებლით კი, პერსონალური თვითმფრინავი ბიზნესინსაიდერის რეიტინში მესამე პოზიციას იკავებს.

მას კი, Embraer Lineage მოსდევს. თუკი თქვენ ანგარიშზე, 53 მილიონი ამერიკული დოლარი გაქვთ, თავისუფლად შეგიძიათ იქირაოთ პერსონალური თვითმფრინავი, რომლის ინტერიერიც იაპონურ და ამერიკულ სტილშია გადაწყვეტილი და კონფორტის სრულ პაკეტს აერთიანებს.

რეიტინგში მოხვდა 73 მილიონ დოლარიანი პერსონალური თვითმფრინავი, Bombardier Global–ი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბაზარზე გამოსული და მსურველებისთვის ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება. მისი უპირატესობა ცვალებად დიზაინშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს მისი შეცვლა გემოვნების მიხედვით შეეძლება. ხოლო ფრენა, როგორც შემქმნელები ამბობენ, დაუსრულებლად იქნება შესაძლებელი.

სიაში ყველაზე დაბალი ღირებულების Embraer Legacy–იც მოხვდა, რომლის ღირებულება მხოლოდ 20 მილიონი ამერიკული დოლარია და ეს რეიტინგში ყველაზე ხელმისაწვდომ პერსონალურ თვითმფრინავად არის შეფასებული.