მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუნებრივია, დაკრედიტების მოცულობა სამომხმარებლო ნაწილში შემცირდება და ეს ლოგიკურია"

5c927129b7c6d
ლიკა გურაბანიძე
20.03.19 20:57
696
„ბუნებრივია, დაკრედიტების მოცულობა სამომხმარებლო ნაწილში შემცირდება და ეს ლოგიკურია", - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-ლაივში 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების ეფექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ მინისტრის განმარტებით, დაკრედიტების ის სისტემა, რაც საქართველოში არსებობდა, სრულიად უპასუხისმგებლო იყო და ბახტაძის აზრთ, „ამან ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა“.

„ბუნებრივია, ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო; ჩვენ ახალი სამართლიანი დაკრედიტების სისტემა დავამკვიდრეთ და აქაც საუკეთესო ევროპული გამოცდილება გამოვიყენეთ, სადაც თითოეული მომხმარებლის და კრედიტორის ინტერესი დაცულია. დაკრედიტების მოცულობა სამომხმარებლო ნაწილში შემცირდება, მაგრამ ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი ტიპის რეგულაცია აუცილებელია, რადგან ე.წ. წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხების რაოდენობა დაზღვეული იყოს,“ - განმარტა ბახტაძემ.