მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად უსაფრთხოა გარეთ მართვის მოწმობის გამოციდს ჩაბარება?

BM.GE
17.11.21 12:32
744
მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო. პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სამი მოსმენით დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ, ის ძალაში შევა.

ეს ეხება პირველ ეტაპზე “B” და “BE” კატეგორიის ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.

რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება განხორციელდეს საგზაო მოძრაობის პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება?

სტუმარი: შალვა ოგბაიძე - თბილისის საკრებულოს წევრი; ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში;