მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე ველობილიკი ეწყობა

59be597f37bf7
BM.GE
17.09.17 15:10
1089
თბილისის მერი დავით ნარმანია, პეკინის ქუჩაზე ველობილიკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

კერძოდ, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე, 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი კეთდება. ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური კი, იქ შესაბამის ნიშნებს განათავსებს.

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად კეთდება.

„დღეს იგება ველობილიკი და ამით პრაქტიკულად სრულდება პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისში პირველად კეთდება ასეთი ევროპული, თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით საველოსიპედო ბილიკი. ტროტუარი გაფართოვდა და მაქსიმალური კომფორტი იქნება იმისათვის, რომ როგორც ველოსიპედით მოსიარულეებმა, ასევე ფეხით მოსიარულეებმა თავი იგრძნონ თავისუფლად, თან ეს ყველაფერი კეთდება ისე, რომ უკვე აღდგენილია და თავისუფალია სამანქანო მოძრაობა . უახლოეს დღეებში დაიხაზება, როგორც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, ასევე სამანქანო ნაწილი. შესაბამისად 21 სექტემბრიდან , როცა ჩვენ საბოლოოდ გავხსნით პეკინის გამზირს დასრულდება ყველა სამუშაო“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ველობილიკის მოწყობის სამუშაოებზე თბილისის მერთან ერთად , კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი იმყოფებოდა.

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოძრაობა სრულად აღდგენილია.