მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს IFIAR-ის წევრის სტატუსი მიენიჭა

58f7836ccc541
BM.GE
19.04.17 19:20
2763
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს აუდიტის დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ფორუმის (IFIAR) ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა.

IFIAR-ი ორიენტირებულია შემდგომ საქმიანობებზე:

 აუდიტის საბაზრო გარემოსა და აუდიტის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება აუდიტორებსა და აუდიტორულ ფირმებზე აქცენტირებით.

 თანამშრომლობისა და თანმიმდევრულობის ხელშეწყობა საზედამხედველო საქმიანობაში.

 აუდიტის ხარისხით დაინტერესებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგის გასამართად პლატფორმის უზრუნველყოფა.

აუდიტის დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ფორუმი 2006 წლის 15 სექტემბერს დაარსდა 18 იურისდიქციიდან წარმოდგენილი აუდიტის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს მიერ.

დაარსების დღიდან, IFIAR-ის წევრთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება სხვადასხვა იურისდიქციაში აუდიტის დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა წარმოქმნის ფონზე და დღეისათვის IFIAR-ი აერთიანებს 52 იურისდიქციის ფარგლებში არსებულ საზედამხედველო ორგანოს.