მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუცხრიკიძე: კონკურენციის შესახებ კანონის საბანკო სექტორზე გავრცელება, შეცდომა იქნება

5c0fabb40992a
დათო ჯალაღონია
11.12.18 16:30
2298
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე სადაზღვევო სექტორის იმ წარმომადგენლებს პასუხობს, რომელთაც სურთ, რომ კომერციულ ბანკებს სადაზღვევო სექტორში საქმიანობის მიმართულებით შეზღუდვები დაუწესდეთ.

„არ ვეთანხმები ამ მიდგომას, რადგან ჩვენი კომპანია სულ ორი წელია, რაც ბაზარზეა და საუკეთესოა. პირველ რიგში, განმასხვავებელი არის ის, რომ ჩემი აზრით, საუკეთესო მომსახურების კომპანიაა. კომპანიამ თავისი პროდუქტებითა და მომსახურების ხარისხით შეძლო, წარმატებული გამხდარიყო. მეორეს მხრივ, ეს სადაზღვევო სფერო ჩვეულებრივი საფინანსო მომსახურებაა და მჯერა, რომ „თიბისი დაზღვევა“ გააგრძელებს თავის ფუნქციონირებას და წარმატებას მიაღწევს კონკურენტულ გარემოში“, – განუცხადა ბუცხრიკიძემ მომხმარებლებს.

მისივე განმარტებით, მუშაობის ორი წლის თავზე „თიბისი დაზღვევის“ მომხმარებლების უმეტესი ნაწილი და გაყიდვები „თიბისი ბანკის“ გარეთ არის.

„შესაბამისად, ჩემი აზრით, ჩვენი სადაზღვევო კომპანიის წარნატების მთავარი გასაღები არის უმაღლესი ხარისხი და ის პროდუქტები, რასაც მომხმარებლებს ვთავაზობთ“, – აღნიშნა მან.

ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა არ უნდა გავრცელდეს.

„ჩემი აზრით, ეს იქნება შეცდომა, არასწორი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, დღევანდელი რეგულაცია იძლევა საშუალებას, რომ მომხმარებელი მოგებული რჩება. რაც უფრო კონკურენტული იქნება გარემო, მით უკეთეს მომსახურებას შევთავაზებთ მომხმარებელს“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებეთ, რომ 12 სადაზღვევო კომპანია ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პირობების გავრცელებას ითხოვენ და ამისთვის მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს საბანკო სექტორზე გარკვეული რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

„ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ, რასაც აღწევენ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვით და მათი იძულებით სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები; აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება თიბისი ბანკის, ბაზისბანკის და საქართველოს ბანკის მაგალითზე, სადაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე იღებს თანხმობას ეროვნული ბანკისგან.

ჩვენ მივმართავთ ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველის სამსახურს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, მიიღონ შესაბამისი ზომები დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად, ამ შინაარსის მიმართვის წერილი სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან ყველა შესაბამის პირს უკვე დაეგზავნა. ზომები დროულად არის მისაღები მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება, იმ პირობებში როდესაც ეროვნული ბანკი გასცემს ახალ თანხმობებს და სულ მალე დაზღვევის სექტორში ბანკების კონტროლქვეშ არსებული სადაზღვევო კომპანიები უმრავსელობაში აღმოჩნდებიან“, – ნათქვამია სადაზღვევო კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.