მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული Fear Group საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

5bc588d957b32
BM.GE
16.10.18 10:43
1504
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელს, სტივენ ფეარს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატა. კერძოდ, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტივენ ფეარის ინტერესია, ინვესტირება განახორციელოს სამთო-მოპოვებით სექტორში, ასევე საცალო ვაჭრობაში და ადგილობრივ ბაზარზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი შემოიყვანოს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სტივენ ფეარის შვილი და პარტნიორი ლეონ ფეარი. აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და წიაღის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია ზავრაშვილი.

საქართველოში სტივენ ფეარი ბრისტოლი-თბილისის დაძმობილების ასოციაციასა და ბრისტოლის სავაჭრო გილდიის ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც 8 – 13 ოქტომბერს გაიმართა.