მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ყოველ მეხუთე მუშას რობოტი შეცვლის

59eddc44d2ada
BM.GE
23.10.17 16:05
1183
უახლოესი 12-15 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ყოველ მეხუთე მუშას რობოტი შეცვლის და ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მათი რაოდენობა 40%-მდეც გაიზრდება, - Future Advocacy-ის კვლევაზე დაყრდნობით ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

Future Advocacy-ის მკვლევარების ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნებში სამუშაო ადგილების ავტომატიზაცია შეცვლის, რაც თავის მხრივ, საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის განვითარება ავტომატიზაციის პროცესს დააჩქარებს.

შესაბამისად, მკვლევარები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, რომ ამისთვის მზადების პროცესი ახლავე დაიწყონ. კერძოდ, საიმიგრაციო პოლიტიკა შეცვალონ და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიების განვითარებას შეუწყონ ხელი.