მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი 2021 წლისთვის თვითმართვადი ავტომობილების ბაზრის ათვისებას გეგმავს

5c6445bfc31ca
ლევან თაღიაშვილი
14.02.19 00:30
1546
დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანა 2021 წლისთვის თვითმართვადი ავტომობილების ბაზარს სრულად აითვისებს და გზებზე მათი სიარული უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი.

CNN Money-ს ინფორმაციით, ქვეყანაში განსაკუთრებული უსაფრთხოების ნორმები შემუშავდება, ახალი რეგულაციები კი უზრუნველყოფს, რომ თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას საჯაროდ გამოაქვეყნებენ. იგეგმება ავტომობილების ტესტირების გახშირება და მთავარი ალგორითმის გაძლიერება, რაც მანქანის მოძრაობას უზრუნველყოფს.

გამომცემლობა წერს, რომ თვითმართვადი ავტომობილების ბაზარი 2035 წლისთვის, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, $67 მილიონს მიაღწევს.

ტრანსპორტის მინისტრის, ჯესი ნორმანის განმარტებით, ქვეყანაში სატრანსპორტო ტექნოლოგიების განვითარება ძლიერმა კვლევითმა ინსტიტუტებმა განაპირობა, რის გამოც დიდი ბრიტანეთი დარგში მოწინავე პოზიციებს იკავებს.