მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილიის ეკონომიკა ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ღრმა რეცესიას განიცდის

566083a3294b6
BM.GE
03.12.15 21:56
4913
ბრაზილიის ეკონომიკა ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ღრმა რეცესიას განიცდის. მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან შედარებით, მთლიანი შეიდა პროდუქტის მაჩვენებელი 1.7%-ით შემცირდა, წლიურმა მაჩვენებელმა კი 4.5%-იანი კლება განიცადა. ქვეყნის ბიუჯეტის დეფიცი კი იზრდება.  

საერთაშორისო ორგანიზაცია Standard&Poor’s-მა შეამცირა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. ეს შედეგი პოლიტიკური არასტაბილურობის ვითარების გათვალისწინების გარეშე დადგა. ბრაზილიის პრეზიდენტის დილმი რუსეფის გარშემო კორუფციული სკანდალი მძვინვარებს.

BRICS-ის ქვეყნებიდან (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ეკონომიკა მხოლოდ რუსეთსა და ბრაზილიაში შემცირდა. ინდოეთში ეკონომიკურმა ზრდამ 7.4% შეადგინა.