მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Brand Finance-მა ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების TOP-10 გამოაქვეყნა

5c4728e4cf3a4
ანნა ლაპიაშვილი
22.01.19 21:00
836
საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-მა, რომელიც ბრენდების ღირებულებას აფასებს, ყოველწლიური რეიტინგი განაახლა, რომელში 500 სხვადასხვა ბრენდია შესული.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად, Amazon დასახელდა. ონლაინ შოპინგის გლობალური ლიდერი კომპანიის ბრენდის ღირებულება შარშან 24.6%-ით, $150,8 მლრდ-დან $187,9 მლრდ-მდე გაიზარდა.

Amazon-ის გარდა, რეიტინგის პირველ ათეულში კიდევ 5 ტექნოლოგიური კომპანიაა. მეორე ადგილზე Apple-ია - შარშან ეს ბრენდი 5%-ით, $146,3 მლრდ-დან $153,6 მლრდ-მდე გაძვირდა.

მესამე ადგილზეა Google, 18,1%-იანი წლიური მატებით და 2018 წელს მისი ბრენდი $142,7 მლრდ ღირდა; 2017 წელს Google ყველაზე ძვირი ბრენდების სიის სათავეში იყო.

ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების TOP-10-ში შემდეგი ბრენდები მოხვდნენ: Microsoft ($119,6 მლრდ), Samsung ($91,3 მლრდ), სატელეკომუნიკაციო ჯგუფი AT&T ($87 მლრდ), Facebook ($83,2 მლრდ), ჩინური საბანკო ჯგუფი ICBC ($79,8 მლრდ) და სატელეკომუნიკაციო Verizon ($71,15 მლრდ) და China Construction Bank ($69,7 მლრდ).

ათეული დატოვა Walmart-მა, რომელიც ამჯერად მეთერთმეტე პოზიციაზეა.