მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bosch მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციისთვის ემზადება

5947cea3c09d9
BM.GE
19.06.17 17:13
2322
კომპანია Bosch მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციისთვის ემზადება. კომპანია ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ქარხნის მშენებლობას აპირებს, რომელიც თვითმართვადი ავტომობილებისთვის სპეციალურ ჩიპებს დაამზადებს.

ქარხანა გერმანიაში, დრეზდენში აშენდება და ის ასევე დაამზადებს ჩიპებს ჭკვიანი სახლებისა და ინტერნეტთან დაკავშირებული ჭკვიანი ქალაქების ინფრასტრუქტურისთვის. ქარხანა 700 ადამიანს დაასაქმებს და მისი მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

"ჩვენი პროდუქციის გაფართოება ჩვენს კონკურენტუნარიანობას აამაღლებს",- აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

Bosch, რომელიც ძირითადად მანქანის ტრადიციულ ნაწილებს ამზადებს, აქტიურად დებს ინვესტიციებს ახალ ტექნოლოგიებში. გასულ წელს მსოფლიოში გაყიდული ყველა მანქანა „ბოშში“ დამზადებულ საშუალოდ 9 ჩიპს შეიცავდა.