მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თურქული ვერტმფრენები ჩაერთვნენ

599c42a8d37f6
BM.GE
22.08.17 18:39
944
ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თურქეთიდან მოფრენილი ვერტმფრენები ჩაერთვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

საუბარია 2 ვერტმფრენზე, რომლებიც რამდენიმე საათია თურქეთიდან მოფრინავენ.

ქართული მხარე თურქეთიდან ასევე ელოდება 10-ტონიან ვერტმფრენს, რომელიც სავარაუდოდ, ხვალ იქნება საქართველოში.

„ვერტმფრენები ღამით მუშაობას ვერ შეძლებენ, თუმცა ცოცხალი ძალა და ტექნიკა მობილიზებულია და 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ,” - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.