მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში პლატოზე საშემოდგომო დარგვები დაიწყო

5bc70b762e0c1
BM.GE
17.10.18 14:12
798
ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, “ბორჯომის გმირი”-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, „ბორჯომის გმირი “ -ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ,. ეს კი ის ადამიანები და სამსახურები არიან, რომლებიც რომლებიც 2017 წელს ბორჯომის ხეობაში ხანძრის ეპიცენტრში მუშაობდნენ.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიოერთობის სამსახურის მენეჯერის ნიცა ჩოლოყაშვილის თქმით, „ბორჯომის გმირების“ღონისძიება ემსახურება იმ ადამიანების წახალისებას, რომლებიც ხანდახან საკუტარი სიცოცხლის ფასადაც კი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებს სჩადიან : „ბორჯომი" არის ინიციატორი "ბორჯომის გმირების" ნომინაციისა, რომელიც იქნება ყოველწლიური. წელს ის ადამიანები, ჟურნალისტები, მოხალისეები, ჩემი კოლეგები და სამსახურები დავაჯილდოვეთ ამ წოდებით, რომლებიც მუხლჩაუხრელად ასრულებდნენ თავის საქმიანობას აქ ბორჯომის ხეობაში 2017 წლის ხანძრის დროს“.

„ბორჯომის გმირის“ წოდება ასევე მიენიჭა ბორჯომში, ამ წლის 5 სექტემბერს, ხანძრის ჩაქრობისას დაღუპულ რეინჯერს ივანე კუპრაძეს. ჯილდოსტან ერთად მის ოჯახს კომპანია „ბორჯომმა“ 5000 ლარი გადასცა საჩუქრად.

ბორჯომის ხანძრის ჩაქრობისას დაღუპული რეინჯერის ივანე კუპრაძის მეუღლე ნათია მულაძე ბუნების გადარჩენაში მისი ქმრის გაწეულ წვლილს აღნიშნავს და კომპანია „ბორჯომს“ გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნის პატივისცემისთვის მადლობას უხდის: „სწორედ გარემოს დაცვას, ბუნების დაცვას, თითოეული ხის შენარჩუნებას ემსახურბოდა ჩემი მეუღლე და ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია მის ღვაწლს, რომ ასე აფასებენ და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია ბორჯომს“.

“ბორჯომის გმირი ”-ის ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ

სამსახურები: შინაგან საქმეთა სამინისტრო, 112, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის აპარატი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მოხალისეები: დავით აბრამაშვილი და თენგიზ კიკაჩეიშვილი - „IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომლები.

ფოტოგრაფი: გიორგი კაკულია

ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურები და მათი სამუშაო ჯგუფები: “რუსთავი2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მაესტრო“, „TV პირველი“, „იბერია“, ახალციხის "მეცხრე არხი“ და „ბორჯომის ტელევიზია.

"ძალიან მძიმე ფაქტის შემსწრენი ვიყავით და ვცდილობდით, რომ თავი არ დაგვეზოგა და მიგვეწოდებინა ჩვენი მაყურებლისთვის ობიექტურად და სწრაფად ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდებოდა იმ დროისთვის ბორჯომში", - აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა სალომე ქოქიაშვილმა.
ბორჯომში ხანძრისას სტიქიის ზონაში მომუშავე ყველა ადამიანებმა ერთხმად განაცახდეს, რომ იქ, იმ მომენტში ისე ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, რომ საკუთარ სიცოცხლესა და თავინთ უსაფრთხოებაზე არ უფიქრიათ.

დაჯილდოებულებს შორის ასაკით ყველაზე პატარა თემო გელაშვილი აღმოჩნდა. შარშან მომხდარი ხანძრის დროს თემო გელაშვილს ნიჩაბი არ ჰქონდა, თუმცა ის შიშველი ხელებით აყრიდა ქვიშას ცეცხლმოკიდებულ ტერიტორიებს.

სწორედ ამის გამო გელაშვილი 2018 წლის ბორჯომი გმირად დასახელდა.

დაჯილდოების ცერემონიამდე, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანია მინერალური წყლის ბრენდის – „ბორჯომის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი 2015 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, სამი ჰექტარი ტყის აღდგენა და 7 500 ხის დარგვა მოხერხდა.

#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი
#ბორჯომისგმირები