მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო ორ კვირაში ფქვილის ფასი 35 -დან 42 ლარამდე გაიზარდა"

5b76a608b5f5e
თელარა გელანტია
17.08.18 14:38
3768
“ბოლო ორ კვირაში ფქვილის ფასი 35 -დან 42 ლარამდე გაიზარდა”, - ამის შესახებ bm.ge-ს ინფორმაცია პურის მწარმოებელმა კომპანიებმა მიაწოდეს.

აღიშნულს ადასტურებენ მეხორბლეთა ასოციაციაშიც.

ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბალზე ფასები ბოლო 20 დღეა იზრდება და მიზეზი რუბლის გაუფასურებაა.

“ერთ-ერთი მიზეზია რუბლის გაუფასურება; ამას ემატება ლარის კურსი და რომ გადავხედოთ ბოლო რამდენიმე დღეს, ფასები მკვეთრად გაიზარდა”, - აცხადებს სილაგავა.

მისივე თქმით, ორი კვირის წინ ერთ ტომარა ფქვილზე ფასი 35-37 ლარამდე მერყეობდა, თუმცა ის დღეს 40-42 ლარის ფარგლებშია.

Bm.ge პურის მწარმოებელ კოპანიებსაც დაუკავშირდა, როგორც კომპანია „იფქლში“ აცხადებენ , ისინი ამ დრომდე ფასების შენარჩნებას ახერხებენ და ამ ეტაპზე კომპანიის მენეჯმენტი საფასო ცვლილებას არ გეგმავს.

ფასების კორექტიება არ იგეგმება კომპანია „ბროტმაისტერში“.

ცნობისთვის: რუსული ხორბლის ფასი ბოლო რამდენიმე კვირაა იზრდება.

ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი გაიზარდა და ის ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება.