მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-მა ეთიოპიის ავიაკატასტროფის შემდეგ $40 მილიარდი დაკარგა

5c96718c7a2dc
BM.GE
23.03.19 21:48
957
Boeing-მა ეთიოპიის ავიაკატასტროფის შემდეგ $40 მილიარდი დაკარგა,- ამის შესახებ CNN Money იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, 10 მარტს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, რომლის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, კომპანიის აქციების ფასი 18%-ით დაეცა.

ამას წინ უსწრებდა 2018 წლის ოქტომბერში იმავე მოდელის Boeing 737 Max-ის ავიაკატასტროფა ინდონეზიაში, რომელსაც 189 ადამიანი ემსხვერპლა.

ეთიოპიის შემთხვევის შემდეგ ქვეყნებმა და კომპანიებმა უარი თქვეს Boeing 737 Max-ზე, ვიდრე არ გაირკვევა რის გამო მოხდა ავიაკატასტროფები. მაგალითად, ინდონეზიის ავიახაზმა Garuda-მ უარი თქვა ახალ მოდელებზე, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს შეუკვეთა, საუბარი იყო 50 თვითმფრინავზე, რომელთა ღირებულება 4,9 მილიარდი დოლარი იყო.