ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის I კვარტალში ბენზინზე საშუალო ფასები უფრო დაბალი იყო, ვიდრე რუსეთში. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg-ის კვლევა ადასტურებს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საზომი ერთეულად გალონს იყენებდნენ, რაც 3.79 ლიტრს მოიცავს. 2017 წლის I კვარტალში რუსეთში მასზე ფასმა $2.58 შეადგინა, ხოლო აშშ-ში $2.57.
Bloomberg-ის აღნიშნული კვლევა 61 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა. გასული სამი თვის განმავლობაში, საერთაშორისო ფასი ბენზინზე 1.4% -ით გაიზარდა. საშუალო ფასი გალონზე $ 2.57 იყო.