მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg კომპანია Bitfury-ზე სტატიას აქვეყნებს

5b9901b58e605
BM.GE
12.09.18 16:07
3039
Bloomberg კომპანია Bitfury-ზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაინერები ყველა ძალას ხმარობენ, იმისთვის, რომ მაინინგისთვის საჭირო აპარატურა მწყობრში ჰქონდეთ. გამოცემა ერთ-ერთ გამორჩეულად თბილისში Bitfury-ს დატა ცენტრს ასახელებს.

Bitfury-მ თებერვალში განაცხადა, რომ თბილისში, კერძოდ გლდანში მდებარე დატა ცენტრი Chong Sing Holdings-ს მიჰყიდა. დატა ცენტრის გაყიდვა, აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოვებას ემსახურება მიზნად.

Bitfury-მ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი 2016 წელს გახსნა. კომპანიამ დატა ცენტრში დანერგა გაგრილების ინოვაციური ენერგოეფექტური სისტემა, საპროცესინგო დატა ცენტრი BITFURY-ს ბოლო თაობის უახლესი ჩიპებით არის აღჭურვილი. სტატიაში განსაკუთრებული აქცენტი სწორედ გაგრილების სისტემაზეა გაკეთებული, რომელიც მაინერებს მეტ მოქნილობას მატებს.

Bloomberg აღნიშნავს, რომ Bitfury კრიპტოვალუტების სექტორში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. ამასთან, სტატიაში ვკითხულობთ, რომ კომპანიის დახმარებით საქართველო მაინინგის თვალსაზრისით ასევე წამყვან პოზიციებს იკავეს. მიზეზად დაბალი გადასახადები, ელექტროენერგიის დაბალი ფასი და ბიზნესის კეთების სიმარტივე სახელდება.

“Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში პირველად 2013 წელს ჩავიდა. მაშინ მას ადგილზე რემი ურუმაშვილი დახვდა, რომელიც ამჯერად საქართველოში კომპანიის წარმომადგენელია. ურუმაშვილის განცხადებით, მას ამ დროს კრიპტოვალუტების მიმართულებით მცირე გამოცდილება ჰქონდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ საქართველოში მიმზიდველი ბიზნეს გარემო იყო“. - წერია სტატიაში.

ამასთან, Bloomberg აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვეში ქვეყანა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავს მაინინგ ჰაბად ქცევის მიმართულებით. კერძოდ, საქართველოში Bitmain-ის კონფერენცია ტარდება, რომელსაც 30-ზე მეტი სპიკერი და 1000-მდე დამსწრე ეყოლება.

Bitfury ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერია ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Group შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში.