მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: Dyson's-ის დამფუძნებელი ყველაზე მდიდარი ბრიტანელი გახდა

5c485dfbbbae1
ანნა ლაპიაშვილი
24.01.19 00:55
1016
Bloomberg-ის ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანა Dyson-ის დამფუძნებელი ჯეიმ დაისონი დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.

სააგენტოს ცნობით, მისი ქონება $13.8 გახდა.

კომპანიის პრესსამსახურმა Bloomberg-ის მიერ დამფუძნებლის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხი არ ისურვა.

ამავე დროს საერთაშორისო გამოცემა Forbes წერს, რომ დაისონის ქონება Bloomberg-ის მიერ დასახელებულ რიცხვზე 2,5 ჯერ ნაკლებია და $5,3 მლრდს შეადგენს.

დაისონის მიერ დაფუძნებული კომპანია მტვერსასრუტებს, თმის საშრობებსა და ჰაერის გამწმენდ მოწყობილობებს აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებელი ძალიან ბევრი ტექნოლოგიის შემუშავებაში თავად არის ჩართული და მაგალითად Forbes მასთან საუბრიდან ასეთ ციტატას წერს:

“როცა პატარა ვიყავი, ხშირად ვიყენებდი მტვერსასრუტს სახლის დასალაგებლად და უნდა ვაღიარო ამით დიდ სიამოვნებას ნამდვილად არ ვიღებდი. მტვერსასრუტი ძალიან ხშირად კარგავდა სიმძლავრეს და მაღიზიანებდა მტვრის სუნი. შემძულდა სახლის მტვერსასრუტით დალაგება და მინდოდა, პრობლემის გადაწყვეტის გზა მეპოვა“.
დაისონის ქონება მას შემდეგ გაიზარდა, რაც კომპანიამ გასული წლის რეკორდული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, - აღნიშნავს Bloomberg.

Dyson-ის მოგება 1,1 მილრდ ფუნტით გაიზარდა.