მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბლოკჩეინი სოფლის მეურნეობაში: მომავალი ჯერ არ დაწერილა

5ada029fc232e
ISET
20.04.18 19:06
2466
ავტორი: ISET

შარშან ბიტკოინისა და ეთერიუმის კრიპტოვალუტების აურზაურის შემდეგ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ყურადღების ცენტრში მოექცა. ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები ერთმანეთს ასწრებენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვას. დღეისთვის ფინანსური ინსტიტუტების დაახლოებით 15% ტრანზაქციების დაზღვევისა თუ დადასტურებისთვის უკვე ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. IBM იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაინახა ბლოკჩეინის პოტენციალი და დაიწყო ამ კონცეფციაზე მომუშავე სტარტაპების წახალისება. ჯერჯერობით ბლოკჩეინის ტექნოლოგია მხოლოდ კრიპტოვალუტებთან ასოცირდება, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა სფეროებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაშიც.

უხილავი, მაგრამ პერსპექტიული ტექნოლოგია

ბლოკჩეინი არის მზარდი პლატფორმა, რომელიც საწარმოებს ან ინდივიდებს შორის ტრანზაქციების განხორციელებისას გამოიყენება. იგი ინფორმაციას დაცული და გადამოწმებული „ბლოკების ჯაჭვებით“ გადასცემს. ეს არის ციფრულად დაშიფრული ტრანზაქციების „ჰიპერ-რეესტრი“, რომელსაც ტრანზაქციის მონაწილე მხარეები ნებაყოფლობით აზიარებენ ჯაჭვის მეშვეობით. ეს ჰიპერ-რეესტრი იძლევა ვალუტის, საქონლის ან ნებისმიერი ღირებულების მქონე და გამჭვირვალედ განხორციელებული P2P ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას. კოორდინაციის პროტოკოლის მეშვეობით, რომელსაც კონსენსუსის ალგორითმს უწოდებენ, „ბლოკების ჯაჭვები“ სინქრონულად მუშაობს საერთო ქსელში. ბლოკჩეინის ტექნოლოგია კრიპტოგრაფიულად არის დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქციის მონაწილე მხარეები ხედავენ რეესტრის მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაზეც აქვთ ავტორიზაცია. მისი შეცვლა ან გატეხვა შეუძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხარეებს არ შეუძლიათ წინა ტრანზაქციების ისტორიის შეცვლა ან მასზე უარის თქმა.

სოფლის მეურნეობასა და ბიტკოინს მიღმა: პოტენციალი და გამოწვევები

უკვე მიმდინარეობს დისკუსიები სოფლის მეურნეობის სექტორში ბლოკჩეინის აპლიკაციების გამოყენებაზე, მათ შორის გაყიდვებისა და მიწოდების სფეროებშიც. არაერთი ბიზნესი ცდილობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საერთაშორისო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას. მაგალითად, AgriDigital ატარებს საპილოტე კვლევას, რათა შექმნას დაცული და ეფექტიანი აგრო-მიწოდების ჯაჭვები და ჩართოს მოთამაშეები ჯაჭვში ისე, რომ ყველა მონაწილეს შეეძლოს სრული ნდობით მუშაობა.
სოფლის მეურნეობაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების სასარგებლოდ გაკეთებული არგუმენტების თანახმად, ის წაახალისებს მცირე ფერმერებს და მეტ კონტროლს მისცემს საკუთარ საქონელზე. როგორც მცირე ფერმერთა და მათზე დამოკიდებულ მომხმარებელთა ლობისტი და Real Food Consumer Coalition-ის დამფუძნებელი, ლიზ რაიტციგი (Liz Reitzig) ამტკიცებს:

„ბლოკჩეინი... ფერმერს საშუალებას აძლევს, გამყიდველთან გააფორმოს ხელშეკრულება და ის პროდუქტი მოიყვანოს, რაზეც მოთხოვნა არსებობს. სრული ან ნაწილობრივი გადახდა შეიძლება დაუყოვნებლივ გადავიდეს ესქროში... რაც ქმნის გარანტიას, რომ ფერმერი მიიღებს გადახდას, ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და მარკეტერების მხრიდან იძულების გარეშე. ფერმერთათვის შრომის ანაზღაურება დიდი პრობლემაა, ბლოკჩეინს კი შეუძლია, პრობლემა ნაწილობრივ მაინც გადაჭრას“.


სტატიის სრულად ნახვა - iset-pi.ge