მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამაკავშირებელი გზა - ჩავარდნილი ტენდერი

BM.GE
15.02.19 23:26
1207
ქუთაისში ნიკეა-თაბუკაშვილი-ავანგარდის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა ამ დრომდე დაუსრულებელია. გზაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე თვეში შეწყდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების შეუსრულებლობა მერიის მიერ არასწორად შედგენილი პროექტით ახსნა. მერია სასამართლოში ჩივილს აპირებს, მომავალში, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღება კი დიდი ალბათობით საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოუწევს.