მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ რჩება საიდუმლოდ "სესხების განულების" პროგრამის პირობები

BM.GE
22.11.18 14:05
1920
სოციალურად დაუცველ და შშმ პირებს, რომელთაც კომერციულ ბანკებსა და სხვა არასაბანკო ინსტიტუტებში აქვს სესხები 2000 ლარამდე ნარჩენი ძირით, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში გაუპრობლემდათ და მოხვდნენ ე.წ. შავ სიაში, დავალიანება ჩამოეწერებათ და მათ ვალსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ შეისყიდის. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის როოგრც ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ისე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დაუდასტურა. ლაშა ხუციშვილის თქმით, სოციალურად დაუცველი და შშმ პირებისთვის „სესხების განულების“ განსხვავებული პირობის შეთავაზება გადაწყდა ამ ჯგუფის მოწყვლადობიდან გამომდინარე.