11.ივლისი.2018 21:14
ეკონომიკა

ბიზნესის რა შენიშვნა გაითვალისწინა მთავრობამ საპენსიო რეფორმაზე

ბიზნესის რა შენიშვნა გაითვალისწინა მთავრობამ საპენსიო რეფორმაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საპენსიო სისტემაში შენატანების აგროვება მომავალი წლიდან დაიწყება და ამ ნაწილში მთავრობამ ბიზნესის შენიშვნა გაითვალისწინა. ასე უპასუხა გაგუამ bm.ge-ის კითხვას, რომელიც საპენსიო რეფორმის 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებებას შეეხებოდა, ნაცვლად წლევანდელი მესამე კვარტლისა.

როგორც გაგუამ განმარტა, ამ შემთხვევაში ბიზნესის შენიშვნა გაითვალისწინეს.

„საპენსიო სისტემა მესამე კვარტალში ამოქმედდება, შეიქმნება საპენსიო სააგენტო. უშუალოდ შენატანების აგროვების თემა იწყება მომავალი წლიდან, რაც ვფიქრობთ, საკმაოდ ოპტიმალური გადაწყვეტაა იმ თვალსზრისით, რომ წლის დასაწყისში ყოველთვის უფრო სწორი პერიოდია გადახდის მექანიზმების ასამუშავებლად. მათ შორის ხშირად ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომენტარი ბიზნესების მხრიდან, რომ მათთვის სჯობს წლის დახურვა მოხდეს და ახალი წლიდან ახალი წესი შევიდეს მათ საქმიანობაში. ეს იყო მათი შენიშვნა და ეს გავითვალისწინეთ“, - განაცხადა გაგუამ.

რაც შეეხება საპენსიო სისტემაში ემიგრანტების  ჩართვის საკითხს,  როგორც გაგუა აცხადებს, მათ შენატანების გაკეთება შეეძლებათ მეორე, საკუთარი შენატანების სვეტში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი ახლა შენატანებს ახორციელებენ უცხოეთის საპენსიო სისტემებში, მათ თანხის გადმოტანა საქართველოშიც შეეძლებათ.

„ბუნებრივია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ამ კვლევას. მათი ძალიან ბევრი შენიშვნა არის ისეთი, რაც ჩვენს მიერ გათვალისწინებულია, ან საპენსიო სისტემის პროცესში ეტაპობრივად უნდა დაიხვეწოს. მათ შორის, ჩვენც გვქონდა მსჯელობა და ვთვლით, რომ მომავალში სისტემის განვითარებასთან ერთად უნდა გაძლიერდეს და ამ მიმართულებით წავიდეთ. რაც შეეხება პირებს, რომლებმაც საქართველო დატოვეს, ისინი რეალურად არ ახორციელებენ შენატანებს, ეს არის კლასიკური მეორე სვეტი, რომელიც დაფუძნებულია საკუთარ შენატანებზე. პირი, როდესაც შენატანს ვერ ახორციელებს, სხვა ვერ განახორციელებს მის მაგივრად შენატანს. თუმცა, ჩვენ ვამბობთ, რომ პირველი საბაზისო სვეტი ყველასთვის დარჩება და გაძლიერდება და მათ აღნიშნულ სვეტზე ხელმისაწვდომობა ექნებათ. არიან პიროვნებები, რომლებსაც შენატანები უცხოეთის საპენსიო სისტემაში შეაქვთ, თუმცა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, იმ ქვეყნის დატოვების შემდეგ გადმოიტანონ ეს შენატანები საქართველოში, თუ ისინი აქ დაბრუდებიან. ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ შესაძლოა, ამ საკითხს დავუბრუნდეთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა გაგუამ.

EDUSHARE-ის 14 რეკომენდაცია საპენსიო რეფორმაზე

რატომ შეიძლება მიგრაციამ ხელი შეუშალოს საპენსიო რეფორმას




ავტორი: თელარა გელანტია



18.სექტემბერი.2018 21:00
52

"ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია უსისტემოდ ვითარდება"

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 20:30
250

მთავრობა რთველს აღარ ასუბსიდირებს, თუმცა ყურძნის შესაძენად 30 მილიონს სახელმწიფო კომპანიას აძლევს

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 19:30
64

PMCG: 2015 წლის შემდეგ, FDI უარყოფითი დინამიკით ხასიათდება

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 19:00
919

"ხშირად, ბიზნესმენები ბიზნესში ინვესტირების ნაცვლად, ავტოპარკის გაუმჯობესებით არიან დაკავებული"

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 18:00
80

ვიცემერი მიწისქვეშა პარკინგზე: საჭიროა, უფრო მეტი თანამშრომლობა კერძო სექტორთან

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 15:35
76

აუდიტის განათლების სამინისტროსაგან თანამშრომელთა ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრას მოითხოვს

ვრცლად