მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი ტენდერების წესში ცვლილებებს აფასებს

59c8d95822514
BM.GE
25.09.17 14:22
936
"ტენდერში მოიგო უცხოურმა კომპანიამ. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ სამუშაოებს მაინც ქართული კომპანიები ასრულებენ", - ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის’’ ხელმძღვანელმა, პაატა ტრაპაიძემ განუცხადა. ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ამ და სხვა ფაქტებით იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ქართული კომპანიებისთვის პრეფერენციის დაწესება დროული და სწორი გადაწყვეტილებაა. პაატა ტრაპაიძე თვლის, რომ ქართულ კომპანიებს 10%-იანი შეღავათი უცხოურ კომპანიებთან თანაბარ პირობებში ჩაყენების შესაძლებლობას მისცემს.

"მოიგო უცხოურმა კომპანიამ. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ სამუშაოებს მაინც ქართული კომპანიები ასრულებენ. გენერალური კონტრაქტორი არის უცხოური კომპანია და ძირიითადი სამუშაოების 70-80% მაინც აკეთებენ ქართული კომპანიები და მათი ფასი 10-15%-ით ნაკლებია იმ საწყისს ფასზე, რომელიც აქვთ მოგებული გენერალურ კონტრაქტორს. რა გამოდის- ჩვენი კრედიტები მოგების სახით გადის უცხოურ ქვეყნებში", - აცხადებს ტრაპაიძე.

მისივე თქმით, ის "სათბურის პირობების შექმნის" მომხრე არ არის, თუმცა აცხადებს, რომ ეს არა სათბურის პირობების შექმნა, არამედ უცხოური და ქართული კომპანიების თანაბარ პირობებში ჩაყენების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

"მე არ ვარ მომხრე არავითარი სათბურის პირობების. სათბურის პირობები არასდროის არ არის კარგი, მაგრამ ეს არ არის სათბურის პირობები. ეს არის ის დამატება, რაც თანაბარ პირობებში ჩააყენებს უცხოურ კომპანიბეს ქართულ კომპანიებთან. ეს გამოიხატება ფინანსურ რესურსთან ხელმისაწვდომობაში. ჩვენთან ფინანსური რესურსი 13-14-15% ღირს, ევროპაში 2-3-4%. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან გვიჭირს გრძელვადიანი ინვესტიციების გაკეთება. მათ ამისთვის გადასახდელი აქვთ 2%, ჩვენ ლიზინგში 14%. ეს დოტაცია არ არის მთლად დოტაცია, ეს არის უბრალოდ გაწონასწორება და თანაბარ პირობებში ჩაყენება ქართული და უცხოური კომაპნიების", - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.