06.აპრილი.2016 16:37
ბიზნესი

ბიზნეს იდეების წარდგენის მეორე რაუნდი დასრულდა

ბიზნეს იდეების წარდგენის მეორე რაუნდი დასრულდა
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დასრულდა.
 
პროექტის მეორე რაუნდის ფარგლებში, ვებგვერდის მეშვეობით www.qartuli.ge, საერთო ჯამში  განაცხადთა რაოდენობამ შეადგინა 14081-ი, ხოლო განმცხადებელთა რიცხვი 23164-ს უტოლდება, რაც პირველი რაუნდის მონაცემებს თითქმის ორჯერ აღემატება. პირველი რაუნდის მონაცემებით შემოსულ განაცხადთა რაოდენობა 7846-ს შეადგენდა, ხოლო განმცხადებელთა რიცხვი 11878 იყო.

"მოცემული ეტაპისთვის შემოსული განაცხადების განხილვა დაწყებულია და გამარჯვებულები აპრილის ბოლომდე გამოვლინდებიან, რომლებიც კონტრაქტორების მხრიდან მოწვეულნი იქნებიან ბიზნეს გეგმების ტრენინგზე. შემდეგ ეტაპზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან ბიზნეს გეგმების კონკურსს, საიდანაც შეირჩევა კონკრეტული ბიზნეს გეგმები, მათ ავტორებთან კი გაფორმდება ხელშეკრულება და საბოლოოდ გადაეცემათ თანადაფინანსების თანხა, შესაბამისად ისინი ოფიციალურად გახდებიან პროგრამის ბენეფიციარები", - განმარტავენ უწყებაში. 

უფრო კონკრეტულად, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

• ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე www.qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით
• ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი
• დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა
• საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება
• ბიზნესის კეთებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება და 3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება.

დღევანდელი მდგომარეობით დაფინანსებულია 1106 ბიზნეს პროექტი, დაახლოებით 1620 ბენეფიციარი, გადამზადებულია 3118 ბენეფიციარი, ხოლო თანადაფინანსების სახით გაცემულია 8 060 732 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 5 აპრილის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი ბიზნეს იდეის ვებ-გვერდის მეშვეობით წარედგინა და ჩართულიყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს.



19.სექტემბერი.2018 15:41
248

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 22:00
277

"სვი ჭაჭა მეტრობით" - ალკომეტრი საკუთარი ჭაჭის ჩამოსხმას იწყებს

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 14:00
1344

ქართული რეცეპტებებით დამზადებული სადილები სავაჭრო ქსელში გაიყიდება

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 11:00
1807

ქართული ტრადიციული კერძები ექსპორტზე გავიდა

ვრცლად
15.სექტემბერი.2018 21:00
187

Keyword.ge – ქართული დომეინების "სათავსო"

ვრცლად
15.სექტემბერი.2018 12:00
319

კომპანიები, რომლებსაც რეესტრში საქმიანობის პროფილი მითითებული არ ექნებათ, დაჯარიმდებიან

ვრცლად