მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცა ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია"

5bc815ec06306
თამუნა დემეტრაშვილი
18.10.18 09:15
1326
ბიუჯეტის ხარჯების გადახედვა და მისი შეკვეცა ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია- ასე ეხმიანება ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოხსენებას, სადაც უწყება ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვის ტენდენციას ნეგატიურად აფასებს.

,,უმჯობესი იქნება, თუ დაუხარჯავen ფულს ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად და საგარეო ვალების მომსახურებაზე გადაამისამართებენ”-აცხადებე ხორგუაშვილი bm.ge-სთან საუბრისას. მისი თქმით, მთავრობას ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემა აქვს და ბოლო რამდენიმე წელი ეს ტენდენცია უცვლელია. ,, პრობლემებს ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობა ქმნის. დარჩენილ თვეებში ამ ფულის ეფექტიანად დახარჯვა, ერთი მხრივ არის ძალიან რთული, მეორე მხრივ, ასეთმა არათანაბარმა ხარჯვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს, ან შეიძლება უკვე ახდენს კიდეც გავლენას, ლარის კურსზე. პირველი წელი არ არის, რომ მთავრობა ამ პრობლემის წინაშეა, ეს 4-5 წელია მეორდება. ბოლო თვეებში იქამდე მიდის ხოლმე საქმე, რომ კომპანიებს ავანსად ურიცხავენ თანხებს, რომ ფორმალურად შეასრულონ ბიუჯეტის გეგმა”-განაცხადა ხორგუაშვილმა.

ექსპერტი იგივე პრობლემის განმეორებას ვარაუდობს 2019 წელშიც. ,,3,4 მილიარდის დახარჯვა აქვთ დაგეგმილი მომავალ წელს კაპიტალურ პროექტებზე,-ეს არის საოცრად დიდი თანხა, ისეთი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. თუ კაპიტალურ პროექტებზე გათვლილი თანხები 1,2 მილიარს ასცდა, უკვე ჩნდება კითხვები, სწორ ხარჯვასთან დაკავშირებით”-აცხადებს ხორგუაშვილი. შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის განცხადებით, ბიუჯეტის აქამდე აუთვისებელი თანხები, წლის ბოლო თვეებში დაიხარჯება და ეს ხარჯვა ბოლო წლებთან შედარებით, ყველაზე მასშტაბური იქნება. უწყების გათვლებით, იმ შემთხვევაში, თუკი ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა (12,5 მლრდ ლარი) შესრულდება, მაშინ ბოლო 4 თვის განმავლობაში, საშუალო თვიური ხარჯი 1,3 მილიარდს უნდა გაუტოლდეს, რაც გასული 8 თვის საშუალო მაჩვენებელს 45%-ით აჭარბებს. (საშუალო თვიური მაჩვენებელი 901 მილიონი იყო).