მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუ-ბიუს" მფლობელმა bm.ge-დან გაიგო, რას უწუნებდა მერია მის ჯიხურებს

5b76dad06ce24
თამუნა ქემერტელიძე
17.08.18 18:23
2628
“ბიუ-ბიუს” მფლობელმა, ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ bm.ge-დან გაიგო, თუ რას უწუნებდა მერია მის ჯიხურებს.

ცნობისთვის: „ბიუ-ბიუს“ თბილისში სულ 40 ჯიხური აქვს, თუმცა 15 ლოკაციაზე მას ჯიხურების განთავსების საშუალებას მერია არ აძლევს.

როგორც მერიიდან bm.ge-ის აცნობეს, მიზეზი ისაა, რომ “ბიუ-ბიუს” ჯიხურები ქალაქის იერსახეს არ შეესაბამება”.

ბიზნესმენმა კი, სააგენტოსთან საუბარში თქვა, რომ მას პირადად ჰქონდა 3-ჯერ ვიცე-მერთან შეხვედრა და იერსახის დამახინჯების შესახებ მისთვის არავის არაფერი უთქვამს.

“სამჯერ შევხვდი ვიცე-მერს, შემდეგ ურბანიზაციაში იყო შეხვედრები, არავის არაფერი უთქვას. თქვენგან გავიგე, რომ თურმე ჯიხურები იერსახეს ამახინჯებს. სულ 19 ჯიხურზე იყო თავიდან საუბარი, 4 ჩვეულებრისამებრ დაუშვეს და ტენდერიც გამოაცხადეს, სადაც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, თუმცა დანარჩენ 15 ადგილას იმავეს არ აკეთებენ”, - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

თავად მერიაში კი ირწმუნებიან, რომ ჯიხურები ტროტუარებს აფერხებს.

„მერიის შეთაზების მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იმავე ადგილებში უნდა დარჩნენ, რაზეც ურბანული განვითარების სამსახურს საკმაოდ ობიექტური შენიშვნა აქვს - აღნიშნული ჯიხურები ქალაქის იერსახეს არ შეესაბამება, ზოგ შემთხვევაში კი, ქვეითების გადაადგილებას აფერხებს და ტროტუარებს ავიწროვებს” , - განუცხადეს bm.ge-ის მერიაში.