მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუ-ბიუს ჯიხურების ბედი კვლავ გაურკვეველია

5ba3b9a2ab919
ლევან თაღიაშვილი
21.09.18 09:30
834
ბიუ-ბიუს ჯიხურების ბედი კვლავ გაურკვეველია. იჯარის ვადა უკვე ამოწურულია თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ გრძელდება. “ჯეო დისტრიბუშენ გრუპის“ გენერალური დირექტორის, ლევან წიკლაურის თქმით, ბაზარი ჯერ ნედლი ხორცის მასიური მიწოდებისთვის მზად არ არის და ბიუ-ბიუსთვის ამჟამად ერთადერთი გამოსავალი ჯიხურებით მომსახურებაა. ის აცხადებს,რომ კომპანიას კიდევ 3-4 წელი სჭირდება იმისათვის, რომ მუშაობა ძველ რეჟიმში გააგრძელოს.

“დღესდღეისობით ოფიციალური პასუხი არ ვიცით, მოლაპარაკების დონეზე მერიასთან შეხვედრები მიმდინარეობს, მაგრამ იჯარის ვადა ოფიციალურად როდემდეა გაგრძელებული ამის შესახებ დოკუმენტი არ გვაქვს. ჩვენ გვსურს მჭიდრო თანამშრომლობა მერიასთან, რათა დავარწმუნოთ, რომ ეს ჯიხურები ჩვენთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის და იქნებ შეიმუშაონ რაიმე გეგმა იმისათვის, რომ 3-4 წელი გაგვიგრძელონ ჯიხურებით სარგებლობის უფლება. მარკეტები არ არიან მზად ნედლი ხორცის გაყიდვისათვის“ - აცხადებს წიკლაური.

მისი თქმით, ჯიხურების მოწყობასა და მომარაგებაში $1.5 მილიონზე მეტია დახარჯული და კომპანიას მათი დემონტაჟის შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეექმნება, რაც დიდი ალბათობით საკმაო რაოდენობის თანამშრომლების გათავისუფლებას გამოიწვევს.

“მხოლოდ „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“ მუშაობს 350 ადამიანი, 130 გამყიდველია, რომელთაც საშუალო თვიური ხელფასი აქვთ 1000 ლარი. კომპანიასაც პრობლემა და გამყიდველსაც პრობლემები შეექმნება. გაყიდვები თუ დაიკლებს, მოგვიწევს რაოდენობის შემცირება” - აღნიშნა წიკლაურმა

BM.GE-ს კითხვაზე მისი აზრით, უშლიდა თუ არა ხელს „ბიუ-ბიუს“ ჯიხურები ქალაქის იერსახეს მან გვიპასუხა, რომ ჯიხურები 2012 წლიდან დგას ქუჩაში და მხოლოდ ახლა რატომ გახდა იერსახისთვის მიუღებელი მისთვის გაუგებარია.