მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitfury-ს აქციები, შესაძლოა, საფონდო ბირჟაზე განთავსდეს

5bd2edc51a2e7
ლევან თაღიაშვილი
26.10.18 14:28
1160
Bitfury, შესაძლოა, კრიპტო მაინინგის პირველი კომპანია გახდეს ევროპაში, რომელიც აქციებს განათავსებს საფონდო ბირჟაზე. ინფორმაციას ihodl.com საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანია ამჟამად ეძებს მსოფლიო საინვესტიციო ბანკებს, იმისთვის, რომ განათავსოს საკუთარი აქციები ამსტერდამის, ლონდონის ან ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე 2019 წლის დასაწყისში.

თუკი Bitfury ბირჟაზე გავა, მისი ფასი დაახლოებით, $3 მილიარდიდან $5 მილიარდამდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ Bitfury ბლოკჩეინის სრულ სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს.