მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitcoin-ის ფასმა 2 კვირაში $2000-ით მოიმატა

5b58304ac7e5c
ლევან თაღიაშვილი
25.07.18 11:47
1321
ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, Bitcoin-ის ფასი 1 თვის განმავლობაში $6000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა და სტაბილურად ინარჩუნებდა მდგომარეობას, თუმცა მისი აღმასვლა 17 ივლისს დაიწყო და მხოლოდ 4 საათში $600 დოლარით გაიზარდა. მას შემდეგ, მისი ზრდა არ შეჩერებულა და ამჟამად Bitcoin-ის ფასი $8300-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს ღირებულება მას მაისის შემდეგ არ ჰქონია.

რაც შეეხება სხვა კრიპტოვალუტებს, მათი ფასი Bitcoin-სგან განსხვავებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, Etherium- $475 ღირს, Ripple- $0.45, Bitcoin Cash კი - $850.  კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციაც გაზრდილია, რადგან ბოლო 2 კვირაში $50 მილიარდიანი ზრდა შეინიშნება.