მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitcoin-ის ფასი 1 დღეში თითქმის $1000 დოლარით დაეცა

5beed5f673cff
ლევან თაღიაშვილი
16.11.18 20:00
2169
კრიპტობირჟის მომხმარებლებისთვის ბოლო რამდენიმე დღე არანაყოფიერი გამოდგა. ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი თითქმის 1000 დოლარით დაეცა და წლის მინიმუმი, 5600 დოლარი შეადგინა.

კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია Coinmarketcap-ის მონაცემებით, 206-დან 182 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ასევე შემცირდა სხვა კრიპტოვალუტების ღირებულება. Etherium 178 დოლარი ღირს, Bitcoin Cash - $402, Ripple-ის შეძენა კი 47 ცენტად შეგიძლიათ.

სავარაუდოდ, არსებული გაუფასურება ბაზარზე Bitcoin Cash-ის შემქმნელების ორ გუნდად გაყოფამ გამოიწვია, რომლებმაც დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტები ნაღდ ფულზე გადაცვალეს.