06.მაისი.2016 17:36
ბიზნესი

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში $574 მლნ ღირებულების 8 პროექტს ინვესტორებს სთავაზობს (ფოტო)

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში $574 მლნ ღირებულების 8 პროექტს ინვესტორებს სთავაზობს (ფოტო)
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი რვა მასშტაბურ პროექტზე აცხადებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს, იმ შემთხვევაში თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორცილებას შეძლებენ.

„თაბორის პროექტთან დაკავშრებით, ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გამცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას, თანაინვესტირების ფონდი მზად არის, იგივე პირობებით დაუთმოს მიმდინარე კვირაში საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰა მიწის ნაკვეთი, ამასთან მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია ფინსერვისის კუთვნილებაში არსებული 10 ჰა ნაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად.

ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2,266,500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორ (2) მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას.

8 მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც არა თუ ერთ ცალკეულ ინვესტორს, არამედ 2012 წლამდე არსებულ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.

განსაკუთრებულია ის სიახლეები და ექსკლუზივები, რომლებიც იქმნება ამ პროექტებით და რომელიც დედაქალაქისა და ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათები გახდება. სწორედ ასეთი გამორჩეული შეთავაზებები, ახალი სივრცეები შექმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიონაობის გასაზრდელად საერთაშორისო მასშტაბით.

წარმოდგენილი, პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 574 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან დღეის მდგომარეობით პროექტებში უკვე ინვესტირებულია 216 მლნ ლარი.

შთამბეჭდავია სხვა სოციალური სიკეთეები, რომლებიც პროექტების განხოციელების შედეგად იქმნება: მშენებლობების პროცესში ჯამურად დასაქმდება 15,000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2,500 ადამიანი”, - განმარტავენ თანაინვესტირების ფონდში.

პროექტების ჩამონათვალი:

1.სასტუმრო შეკვეთილი
ინვესტიციის მოცულობა 75 მლნ დოლარი
პროექტი დასრულდება 2016 წელს
2. I სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე
ინვესტიციის მოცულობა 9 მლნ დოლარი
პროექტი დასრულდება 2017 წელს
3. II სასტუმრო ერეკლე მეორის მოედანზე
ინვესტიციის მოცულობა $40 მლნ
პროექტი დასრულდება 2019 წელს
4.სასტუმრო თავისუფლების მოედანი
ინვესტიციის მოცულობა 90 მლნ დოლარი
პროექტი დასრულდება 2018 წელს
5.თაბორის პროექტი
ინვესტიციის მოცულობა 40მლნ დოლარი
პროექტი დასრულდება 2018 წელს
6.სასტუმრო განმუხური
ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ დოლარი
პროექტი დასრულდება 2018 წელს
7.საამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მაგნოლია
ინვესტიციის მოცულობა 80 მლნ დოლარი
პროექტი დასრულდება 2019 წელს
8.სასტუმრო სოლოლაკი
ინვესტიციის მოცულობა 200 მლნ დოლარი
პროექტი დასრულდება 2019 წელს



16.ნოემბერი.2018 19:00
974

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1146

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
101

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
217

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
451

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად
09.ნოემბერი.2018 19:34
180

TI: კორუფციაში და თაღლითობაში მხილებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უნდა შეეზღუდოთ

ვრცლად