13.თებერვალი.2016 19:52
საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი: იპოთეკარების პრობლემა საქართველოში ძალიან რთულია

ბიძინა ივანიშვილი: იპოთეკარების პრობლემა საქართველოში ძალიან რთულია
ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში, იმ ადგილზე ჩავიდა, სადაც ხეების გადარგვის პროცესი მიმდინარეობდა. ყოფილი პრემიერი, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილზე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც, რომლებმაც ივანიშვილს ხეების გადარგვის პროცესის შეჩერება მოსთხოვეს.
 
"ერთი ხის ადგილზე მინიმუმ 10-ს დავრგავთ. სანამ დოკუმენტაცია არ იქნება წესრიგში, არანაირი სამუშაოები არ იქნება. ბუნებას აღვადგენთ და აღვადგენთ იმაზე უკეთესად ვიდრე იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ციხისძირში, ადგილზე მყოფმა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბიძინა ივანიშვილს ქობულეთში მცხოვრები იპოთეკით დაზარალებული ოჯახების საკითხზეც კითხა, რაზეც ივანიშვილმა განაცხადა: "იპოთეკარების პრობლემა, ზოგადად საქართველოში არის ძალიან რთული. არც ერთ ჩემს შეხვედრაზე, არავის დავპირებივარ, რომ ამას გადაგიჭრით“, - განაცხადა ივანიშვილმა.



22.ივლისი.2018 18:00
237

ფერმერები წელს 70 ათას ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან

ვრცლად
22.ივლისი.2018 17:00
583

ფერმერი: “საზამთროს რეალიზაცია მკვეთრად შეგვიმცირდა”

ვრცლად
22.ივლისი.2018 16:15
133

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

ვრცლად
22.ივლისი.2018 14:45
212

“საბანკო რეგულაციის გავლენით ავტომობილების გაყიდვები 20-30%-ით შემცირდა”

ვრცლად
22.ივლისი.2018 14:00
141

ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობის ტენდერი შეწყდა

ვრცლად
22.ივლისი.2018 13:00
353

მთავრობას საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირებას სთხოვენ

ვრცლად