მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი 3 ქართველ ჟურნალისტს ინტერვიუზე ეპატიჟება

5bcda94992586
თელარა გელანტია
22.10.18 14:38
5328
23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია "იმედიდან", „პირისპირ“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან „არჩევანი“ - გიორგი გაბუნიას და tv  "პირველიდან" - „რეაქცია“ - ინგა გრიგოლიას, მასთან ინტერვიუზე იწვევს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსამსახური ავრცელებს:

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს.

ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს.

ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.