შაბ, 27 მაისი
ENG
19.05.2017 | 10:20

BGEO ჯგუფი სვანეთსა და გურიაში ჰესების მშენებლობას იწყებს

ავტორი: ნინო კვინტრაძე
კატეგორია: ბიზნესი
BGEO ჯგუფი სვანეთსა და გურიაში ჰესების მშენებლობას იწყებს. Georgia Global Utilities-ის წარმომადგენელი არჩილ გაჩეჩილაძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სხვანეთში მესტიაჭალის ელექტროსადგური 50 მეგავატი სიმძლავრის იქნება, გურიაში კი 57 მეგავატის.

ამასთან ჯგუფი კომუნალური ბიზნესის გარდა IPO-სთვის განახლებადი ენერგიის ბიზნესსაც ამზადებს.

„ჰესების მშენებლობის გარდა ვიკვლევთ ქარისა და მზის პოტენციალს. ცალ-ცალკე მათი გატანა საჯარო შეთავაზებაზე შესაძლოა გაგვჭირვებოდა. რადგან მასშტაბი ცალ-ცალკე არაა დიდი. ორივე ბიზნესი ერთად კი შესაძლებლობას იძლევა, რომ ლონდონში შეთავაზება გავაკეთოთ და საკმარისად ლიკვიდური იყოს ჩვენი აქციები.

ენერგეტიკის სფეროში, პრველი პროექტი 65 მილიონიანია, გურიის პროექტი 80 მილიონამდეა. ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ინვესტიცია დამოკიდებულია სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებზე. მიმზიდველი შეთავაზებების შემთხვევაში, ასობით მილიონის ინვესტირებას განვიხილავთ“, - ამბობს გაჩეჩილაძე.

რაც შეეხება საქართველოში ქარის სადგურების მშენებლობას, არჩილ გაჩეჩილაძე განმარტავს, რომ საბოლოო ეკონომიკური დასაბუთება შერჩეულ 7 ლოკაციაზე წლის ბოლომდე მზად იქნება, რის შემდეგაც სადგურის მშენებლობა 3-4 ლოკაციაზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ Georgia Global Utilities-ის აქციების საჯარო შეთავაზება 2-3 წლის პერიოდში მოხდება. GGU საქართველოში კომუნალურ და ენერგეტიკულ აქტივებს ფლობს, მათ შორის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", "რუსთავის წყალსა" და "მცხეთის წყალს".

რაც შეეხება განახლებადი ენერგიის სფეროს, BGEO სექტორში 28 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. "2-3 წლის განმავლობაში მიზნად ვისახავთ კომბინირებულ - კომუნალური და განახლებადი ენერგიის ბიზნესის IPO-ს", - აცხადებენ BGEO-ში.
უკან დაბრუნება
4200ნახვა
BGEO ჯგუფი სვანეთსა და გურიაში ჰესების მშენებლობას იწყებს
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი