მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"m² უძრავი ქონებამ" თბილისში 1 ჰექტარი გაამწვანა

BM.GE
14.10.19 10:09
2433
დეველოპერულმა კომპანია ”მ2 უძრავი ქონებამ“ გამწვანების მორიგი აქციის ფარგლებში თბილისში 500-მდე ხე დარგო, რითაც დედაქალაქში დამატებით 1 ჰა ტერიტორია გამწვანდა. კომპანიის დაკვეთით ნარგავების მოვლა-პატრონობას თბილისის ბოტანიკური ბაღი და ნერგების შემომტანი კომპანია „მაგნოლია“ გადაიბარებს, გახარებული ხეები კი შემდგომში თბილისის მერიას გადაეცემა.