ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება და კონკრეტული გარემოებებისა და ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. როგორც ბესო ხარძიანის მეუღლემ, "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, მისი ინფორმაციით, პროკურატურა საქმის დეტალებს უახლოეს პერიოდში გაასაჯაროვებს. ხარძიანის მეუღლე გამოძიების შედეგების დეტალების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბერიკ ხარძიანი 28 მარტს, საკუთარ სახლთან უცნობმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.