19.თებერვალი.2016 16:09
ეკონომიკა

ბექა გონაშვილი: სამწუხაროდ, საქართველოში ცხვრის დაავადება დაფიქსირდა

ბექა გონაშვილი: სამწუხაროდ, საქართველოში ცხვრის დაავადება დაფიქსირდა
ქართული მეცხოველეობის გასაღების ყველაზე დიდმა და სტაბილურმა ბაზარმა - აზერბაიჯანმა, ქართულ ცხვარზე ემბარგო დააწესა. დასტურდება თუ არა ქართული ცხვრის დაავადების ფაქტები და როგორ აპირებს ქართული მხარე ამ პრობლემის მოგვარებას, - აღნიშნულ თემაზე მეცხვარეთა ასოციაციის წევრი, ბექა გონაშვილი გადაცემაში "საქმიანი დილა" საუბრობს.
 
- ამ პრობლემების დღევანდელი სტატუსი როგორია?

- სამწუხაროდ, საქართველოში დაავადება დაფიქსირდა, რომელიც აქამდე ჩვენთან არასოდეს ყოფილა. ეს ფაქტი წინა კვირას დადასტურდა და ყველა ქვეყანას მიეწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ეს დაავადება გვაქვს. თავისთავად ცუდი და საგანგაშოა, მაგრამ აღვნიშნავ, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურმა და ვეტერინარებმა ოპერატიულად იმოქმედეს ამ კუთხით, უკვე ვაქცინაციები დაწყებულია. ფაქტი სავალალოა და დიდი რისკის ქვეშ ვართ, რომ ჩვენ საერთოდ დაგვიკეტოს ბაზარმა კარი. ყველა ქვეყანა ამ დაავადების გამო ასე მოიქცევა.

- ცხადია, რომ ჩვენი ექსპორტის დრამატული კლება იქნება, ამ თემამ რა კონკრეტული ზიანი შეიძლება მიაყენოს დარგს?

- ციფრებში საქართველოს ყოველწლიურად დაახლოებით 170 000 სულის ფარგლებში საექსპორტო პოტენციალი გვაქვს, რაც ღირებულებაში დაახლოებით 15-დან 17 მილიონ დოლარამდეა, ეს ვალუტის კურსზეც არის დამოკიდებული.

სამწუხაროდ ამჟამად საშველი მხოლოდ ისაა, რომ აბსოლუტურად ყველამ, ვისაც ამ სფეროსთან შეხება გვაქვს უნდა აცრას და არ უნდა დაუშვას ის აზრი, რომ მის ცხვარს ეს დაავადება არ შეხვდება. ყველამ უნდა აცრას საქონელი, რომ ქვეყანაში ისევ კეთილ-საიმედო ფონი შევქმნათ, რომ ჩვენ ამ დაავადებას ვებრძვით.

- რა ნაბიჯები უნდა გადადგას ბაზრის ყველა მოქმედმა მოთამაშემ, იმისთვის, რომ ინფორმაცია, რომ ქართული ცხვარი დაავადებულია განეიტრალდეს და ჩვენს ცხვარზე ინტერესი და მოთხოვნა კვლავ გაიზარდოს?

- ჩემი აზრით, ამ ყველაფერს მინიმუმ ექვსი თვე მაინც დასჭირდება. ექსპერტები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ და დარწმუნდნენ ამ დაავადებაში, მათ ღონისძიებები დაგეგმეს, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს და აი, ამის შემდეგ ეს ექსპერტები კიდევ ერთხელ უნდა ჩამოვიდნენ, შეამოწმონ და დარწმუნდნენ, რომ საქართველო საიმედოა. აქ არის ნდობის საკითხი. აზერბაიჯანმა ბაზარი ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ ცხვარზე, არამედ მსხვილფეხა პირუტყვზეც დაკეტა. ამ ფაქტს აზერბაიჯანული ვალუტის დევალვაციასაც ვუკავშირებ.

- მთავრობებს შორის კომუნიკაციის ხარისხი ხომ არ არის დაბალი, თუნდაც ამ კონკრეტულ თემაზე?

- შესაძლოა, მაგრამ როგორ ჩვენი სურსათის სააგენტო ამბობს მათ კომუნიკაცი აქვთ, მაგრამ თვითონაც ვერ ახსნეს აზერბაიჯანმა ასე უცებ რატომ შეიცვალა ხედვა. ჩვენ მეორე, სხვა პრობლემაც გვაქვს ეს არის სამოხში წყლის დაკეტვა, რომელიც აშკარად სახელმწიფოთა შორის მოსალაპარაკებელი პრობლემაა. იმის მერე, რაც ჩვენ ინფორმაცია გავავრცელეთ, 2-3 დღის წინ კახეთიდან ადგილზე იყვნენ ჩასულები. მეცხვარეებს განცხადებები დააწერინეს და შესაბამისად ალბათ უკვე ამ შემთხვევაში საელჩოები უნდა ჩაერიონ. ქართველების აშენებული არხი, რომელიც დღეს სოფელ ქესამანს უვლის, რომელიც ფაქტიური საზღვარია, მისი სათავე ნაგებობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ექცევა და ხან დაკეტავენ, ხან-გახსნიან. როგორც გაეხარდებათ ისე იქცევიან. ასეთი რამ არ შეიძლება. იქ ზღვარი გავლებული არ არის და შეიძლება ის თემა იყოს, რომ ჩემი ცხვარი შენთან გადმოვიდა, მაგრამ ეს მეზობლობაში შესაძლებელია, ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკა. მითუმეტეს, რომ ეს მეზობლობა საუკუნეებია არსებობს.



21.სექტემბერი.2018 18:00
40

"თბილისის განვითარებით მოხარულები ვართ, თუმცა სხვა რეგიონებმაც უნდა გამოიყენონ პოტენციალი"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:37
37

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:20
40

"საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკას მხარს ვუჭერთ"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 16:11
117

"ჯორჯიან მანგანეზს“ პროდუქციის მიწოდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სურს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 15:01
252

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 14:30
155

"ფეროშენადნობთა ასოციაცია" დარგისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვას ითხოვს

ვრცლად