10.აგვისტო.2018 11:37
ეკონომიკა

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 109,0 ათასი ტონა, რაც 22,1 ათასი ტონით აღემატება ივნისის თვის მაჩვენებელს და 10,4 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2018 წლის ივლისის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 48,3 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0,2 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 60,7 ათასი ტონა (მატება 21,9 ათასი ტონით).

სულ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 625,8 ათასი ტონა, რაც 49,7 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მათ შორის, 2018 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 305,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 320,7 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2018 წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 30,5 ათასი ტონა ანუ 63,2%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 15,9 ათასი ტონა ანუ 32,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,9 ათასი ტონა ანუ 3,9%.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 212,5 ათასი ტონა ანუ 69,6%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 86,9 ათასი ტონა ანუ 28,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 5,7 ათასი ტონა ანუ 1,9%.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის ივლისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 34,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 19,4 ათასი ტონა (17,8%), რუსეთი - 16,5 ათასი ტონა (15,1%), ბულგარეთი - 15,2 ათასი ტონა (13,9 %); თურქმენეთი - 14,0 ათასი ტონა (12,8%); საბერძნეთი - 9,6 ათასი ტონა (8,8%);

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 162,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 160,1 ათასი ტონა (25,6%); თურქმენეთი - 105,8 ათასი ტონა (16,9%); აზერბაიჯანი - 93,1 ათასი ტონა (14,9%), ბულგარეთი - 66,3 ათასი ტონა (10,6%); საბერძნეთი - 37,8 ათასი ტონა (6,0%).



21.აგვისტო.2018 15:08
95

ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე

ვრცლად
21.აგვისტო.2018 14:26
154

საგადასახადო სამართალდარღვევის 635 ფაქტი გამოვლინდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 14:05
121

ეკონომიკური დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 12:54
121

პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა მცირდება

ვრცლად
21.აგვისტო.2018 12:17
85

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 10:29
360

საარსებო მინიმუმი შემცირდა

ვრცლად