25.მარტი.2016 12:13
საზოგადოება

ბელიაშვილის ქუჩაზე, პირველი ზებრა გადასასვლელი მოიხატა

ბელიაშვილის ქუჩაზე, პირველი ზებრა გადასასვლელი მოიხატა
დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩაზე, პირველი ზებრა გადასასვლელი მოიხატა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, დიდუბის რაიონის გამგეობა შეუერთდა პროექტით "მოხატე უსაფრთხოება“.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქვეითთა გადასასვლელი მოხატეს.

იმისათვის, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულიყო, ბელიაშვილის ქუჩა ღამით ნაწილობრივ გადაიკეტა.

აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებში.

საგანმანათლებლო აქციის ფარგლებში, დიდუბის რაიონის გამგეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვეითებსა და მძღოლებს მოძრაობის წესების შესახებ კამპანიის სტიკერები დაურიგეს და მოუწოდეს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

მოხალისე სტუდენტებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან მადლობის სიგელები გადაეცათ. დიდუბის რაიონის გამგეობა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე, გათვალისწინებულია კიდევ ერთი ზებრა ხაზის მოხატვა.



16.იანვარი.2019 17:20
256

“ხელოვნების ნიმუშები არ ცვდება” - რა წერია ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის აუდიტში

ვრცლად
16.იანვარი.2019 11:56
120

კალაძე თბილისის მთავრობას მადლობას უხდის და მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვს

ვრცლად
16.იანვარი.2019 11:42
81

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა

ვრცლად
16.იანვარი.2019 11:05
500

„ენგურჰესზე“ ტურისტული ცენტრის გახსნა შესაძლოა, გადავადდეს

ვრცლად
15.იანვარი.2019 19:37
208

საპატრიარქო ხელისუფლებას ტაძრებთნ გარე ვაჭრობის მოსაწესრიგებლად ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

ვრცლად
15.იანვარი.2019 19:34
1735

პარტია განათლების ბაზარზე შედის - "გირჩი" სკოლის დასაფუძნებლად ემზადება

ვრცლად