მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსულ-ქართული კომპანია წელიწადში 500-მდე ლიფტის წარმოებას გეგმავს

5ab3c6b0cbd4d
თამუნა დემეტრაშვილი
22.03.18 20:00
1346
ბელარუსული კომპანია "სის ბიზნეს სერვისი", რომელმაც საქართველოში უკვე გახსნა ლიფტების მწარმოებელი საწარმო, წელიწადში 500 ერთეული ლიფტის გამოშვებას გეგმავს.

"ეს საწარმო საშუალებას მოგვცემს დაახლოებით 100-მდე ადამიანი დავასაქმოთ, მითუმეტეს რომ ბაზარი საკმაოდ დიდია. საქართველოში დღეის მდგომარეობით 25 ათასამდე მოქმედი ლიფტი უკვე შესაცვლელია, რაც ჩვენი საწარმოსთვის კარგი პერსპექცივაა. ასევე ვმუშაობთ იმაზეც, რომ პროდუქცია აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთშიც გავიტანოთ", - განაცხადა საწარმოს თანადამფუძნებელმა ვლადიმერ ვაკტენკოვმა bm.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, მასალების ნაწილი ბელარუსიდან ჩამოვა, ნაწილის წარმოება კი ადგილზე მოხდება.